ანონსები
13 ნოემბერს საქართველოს უნვერსიტეტში სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის მორიგი დასაქმების ფორუმი გაიმართება.
სტუდენდებს კიდევ ერთხელ საშუალება მიეცემათ გაეცნონ შრომით ბაზარს, პირისპირ გაესაუბრონ და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლებისგან, რაც რეალურად გაზრდის მათი დასაქმების პერსპექტივებს.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი კომპანია, მათ შორის: საქართველოს ბანკი, გუდვილი, რომპეტროლი, GPI ჰოლდინგი, პროკრედიტ ბანკი, ბაზის ბანკი, ევექსი, თეგეტა მოტორსი, იმედი L, ალდაგი, კოპენბური, GWP, ირაო, პე ეს პე, ჯი პი სი, პალიტრა, KPMG, ACT.
დასაქმების ფორუმს საქართველოს უნივერსიტეტის დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის გაუწევს ორგანიზებას.
საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების კარიერულ წინსვლას, რაზეც მეტყველებს დასაქმებული კურსდამთავრებულების მაღალი მაჩვენებელი.
თარიღი: 13 ნოემბერი
დრო: 14:00 -16:00 სთ.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, II სართული.